იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში - კახი კალაძე

17 დეკემბერი 2018, 00:00 1643 ნახვა

თბილის მერმა კახი კალაძემ, გუშინ მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას თქვა, რომ ოპოზიციის გაკეთებული განცხადებები სასაცილოა, ქართველმა მოსახლეობამ კი ისინი პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე გაისროლა. 

''ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე რა, ''გრიგოლა'' ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა,“- უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია და მათი დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის.

'' ჩვენ  მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე'' - ამბობს კალაძე. 

მერის განცხადებით, ოპოზიციას სურვილი ჰქონდა პოლიციასთან  დაპირისპირებაში შესულიყო, მოეწყო პროვოკაციები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ამავე კატეგორიაში