დაახლოებით 30-ჯერ შესწორებული 23 წლის საქართველოს კონსტიტუცია

17 დეკემბერი 2018, 00:00 1720 ნახვა

დაახლოებით 30-ჯერ შესწორებული 23 წლის საქართველოს კონსტიტუცია. მეორე დღეა ქვეყანაში უკვე ახალი მთავარი კანონი მოქმედებს. ყველა დროს, ქვეყნის უმთავრესი კანონის ცვლილების მიზეზად, უმეტესად საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებენ.

11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარ კონსტიტუციაში, დეტალურად არის გაწერილი ადამიანის უფლებების სტანდარტები და განსაზღვრულია პოლიტიკური საკითხებიც. უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა, განისაზღვრა ქორწინების დეფინიციაც.

პარლამენტის ადგილმდებარეობასთან ერთად კი შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესიც. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება. სალომე ზურაბიშვილი კი ისტორიაში, ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტად დარჩება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში