უმაღლესი საბჭო 20 დეკემბერს ბიუჯეტს დაამტკიცებს

18 დეკემბერი 2018, 00:00 1602 ნახვა

20 დეკემბერს  უმაღლესი საბჭო  აჭარის  2019  წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს  დაამტკიცებს.  მთავარი ფინანსური დოკუმენტი მომავალ წელს 324 მილიონი ლარი იქნება, ასევე დამტკიცდება 2019-21 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

სწორედ ამ დოკუმენტზე აქვს ოპოზიციას შენიშვნები, მათი განცხადებით, სამოქმედო გეგმაში არაფერია ნათქვამი  სიღარიბის  დაძლევასა და  ე.წ. ოცნების ქალაქის პრობლემის მოგვარების  გზებზე.  

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხზე  მთავრობას აქვს კონკრეტული ხედვა  და სავარაუდოდ,  ამ გეგმის შესახებ მთავრობა ინფორმაციას  საზოგადოებას წლის დასაწყისში გააცნობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში