სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა

18 დეკემბერი 2018, 00:00 2384 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღე და გზა, რომლის გავლასაც საკუთარი სახლიდან ათონელამდე ყოველდღიურად ფეხით აპირებს. ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციამ ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე გადმოინაცვლა.

6 წლის განმავლობაში ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს სწორედ აქ განიხილავს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე იქნება ჟურნალისტების სახლიც, ამით, ხაზი გაუსვა, იმას, რომ საპრეზიდენტო კამპანიისგან განსხვავებით დღეიდან მედიასთან აქტიურად ითანამშრომლებს, თუმცა ურთიერთობის ზუსტი ფორმატი ჯერ არ შეურჩევია.

ახალ მისამართზე სალომე ზურაბიშვილი მუშაობას  ძველი თანამშრომლების ნაწილთან და ახალ სახეებთან გააგრძელებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში