ხულოში საახალწლო ღონისძიებებისთვის 44 ათასი ლარი გამოიყო

19 დეკემბერი 2018, 00:00 1620 ნახვა

 ხულოში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. ახალი წლის მთავარი  ატრიბუტი ტრადიციულად დრამატული თეატრის ეზოში განთავსდება. დეკორატიულად  გაფორმდება  დაბისა და  სკვერის მიმდებარე ტერიტორია.

დაგეგმილია საბავშვო ღონისძიება და კონცერტები ადგილობრივი ანსამბლების და  ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით. დაგეგმილია  სხვადასხვა სოციალური აქტივობაც. ნაძვის ხე საზეიმო 25 დეკემბერს აინთება. ბიუჯეტიდან  ღონისძიებებისთვის 44 ათას ლარია გათვალისწინებული

ამავე კატეგორიაში