ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცა აღევლინა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში

19 დეკემბერი 2018, 00:00 2270 ნახვა

დღეს ნიკოლოზობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცა აღევლინა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში. დილიდან შეიკრიბა მრევლი ბათუმის წმინდანის სახელობის ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდანი იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ 19 დეკემბერსა და 22 მაისს აღინიშნება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში