ხულოს საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

19 დეკემბერი 2018, 00:00 2132 ნახვა

მიმდინარე წლის  შემაჯამებელი  საკრებულოს სხდომა გაიმართა ხულოში.  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 29 საკითხს უყარეს კენჭი. მთავარი საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იყო, რომელიც საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.


საბოლოო ვერსიით  ბიუჯეტი 11 მილიონ 364 ათასი ლარით განისაზღვრა. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს პროექტებზე, რომელსაც მომავალი წლის ბიუჯეტით  განახორციელებენ.

თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ,  სოციალურ  და კულტურულ  პროექტებს მოხმარდება.  სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში