ქედის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტის აუდიტისას გამოვლენილი დარღვევები

19 დეკემბერი 2018, 00:00 1830 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქედის მუნიციპალიტეტში  2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა და ნაკლოვანება გამოვლინდა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ის, რომ ტენდერების  საერთო რაოდენობის  15% − საშუალოდ უშედეგოდ, ხოლო 42% კონკურენციის გარეშე დასრულდა, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნით,  შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების არასათანადო წარმართვას უკავშირდება.

ამასთანავე, სამსახურმა შეწყვეტილი ტენდერების ანალიზით დადგენა, რომ ტენდერების შეწყვეტის მიზეზების უმეტესობა ტექნიკური ხასიათისაა და მათი აღმოჩენა და გასწორება  მოსამზადებელი სამუშაოების სათანადოდ წარმართვის პირობებში, ტენდერის გამოცხადებამდე იყო შესაძლებელი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციებისა, რომლითაც აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში