იქნება თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებში თამარ ჟვანია ხვალ გაიგებთ - დიმიტრი გაბუნია

20 დეკემბერი 2018, 00:00 1747 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმდჯოამრეობის სამ კანდიდატს ხვალ წარადგენს -  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. 

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ კანდიდატების ვინაობა დღის ბოლოს, ან ხვალ გახდება ცნობილი. დასახელდება სამი კანდიდატი. 

მანამდე კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შეხვდება. 

''არჩევნების შედეგების დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს სამი კანდიდატურა. შესაბამისად მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზიაციებთნა. წინა პარასკევს გამოცხადდა საბოლოო შედეგები, ჩვენ ხვალ გვაქვს ბოლო ვადა'' - განაცხადა გაბუნიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა სამ კანდიდატს შორის, ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი თამარ ჟვანია, დიმიტრი გაბუანია ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს. 

''იქნება თუ თამარ ჟვანია გაიგებთ ხვალ დილით'' - უთხრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მედიის წარმომადგენლებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში