ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს

20 დეკემბერი 2018, 00:00 1567 ნახვა

საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ნათქვამია დასავლეთ ბალკანეთისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების შეფასებაში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია ის საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც საჭიროა შემდგომი ზომების მიღება.

კერძოდ, იმ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა; სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება; უვიზო მიმოსვლის უფლებებზე და ვალდებულებებზე საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გაგრძელება; ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება; დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა; ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება.

ამავე კატეგორიაში