ზაზა ოქუაშვილის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე გახდება

20 დეკემბერი 2018, 00:00 3990 ნახვა

კანონმდებლობის თანახმად, თუ ერთ დეპუტატს უჩერდება უფლებამოსილება, მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში ის პირი იკავებს, რომელიც არჩევნების დროს, იგივე პარტიის სიის შემდეგი ნომერი იყო.

ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც დღეს, 20 დეკემბერს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი განაცხადა და წერილობით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, "პატრიოტთა ალიანსიდან" იყრიდა კენჭს. 

უახლოეს 15 დღეში, თუ ოქუაშვილს შეუჩერდება უფლებამოსილება, მის ადგილს მერაბ ბლადაძე დაიჭერს, რადგან ​უსკოს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სიით მე-3 ნომრად სწორედ ის იყო წარდგენილი. 

მერაბ ბლადაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ის აუცილებლად შევა უმაღლეს საბჭოში და მისი კოლეგებისგან განსხვავებით ბევრი ინიციატივა ექნება. ამბობს, რომ მისი ინტერესის სფერო სოციალური საკითხები და ადამიანის უფლებებია. საუბრობს ოცნების ქალაქის პრობლემებზე, მიწის განუხორციელებელ რეფორმაზე, ეკომიგრანტებსა და მოქალაქეების დარღვეულ უფლებებზე აჭარაში. 

ამავე კატეგორიაში