პოლიტიკური განცხადებები უმაღლეს საბჭოში

20 დეკემბერი 2018, 00:00 1490 ნახვა

ბიუჯეტის დამტკიცებამდე უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ოპოზიციამ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, ნაციონალურ მოძრაობის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრეს, სადაც თორნიკე რიჟვაძემ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადებას უპასუხა, მათი თქმით საჯარო თანამდებობის პირ აქვს თმენის ვალდებულება.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ 2019 წლის ბიუჯეტიც გააკრიტიკა, დეპუტატებმა დაიწუნეს 2019-21 წლების პრიორიტეტის დოკუმენტი, სადაც მათი თქმით არ არის ასახული სიღარიბის დაძლევის გზები, ასევე შემცირებულია ინვესტიციების წილი.  

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას არ სურდა რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებზე საუბარი და პოლიტიკური განცხადებები არ იყო რეგლამენტით გათვალისწინებული, რის შემდეგაც ოპოზიციამ სხდომა დატოვა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში