უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი 2018, 00:00 1385 ნახვა

რეგიონის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია.  ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას,   ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  

მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი, 13 დაუჭირა, ანუ მმართველი გუნდის წევრებმა. წინააღმდეგი  „ბურჯანაძე-დემოკრატების“  წარმომადგენელი, გიორგი ცინცქილაძე იყო.

ავტონომიური რესპუბლიკის  მომავალი წლის ბიუჯეტი, 324 მილიონი ლარია, აქედან  220 მილიონ ლარზე მეტი, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, რეგიონის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში