პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატურა წარადგინა

21 დეკემბერი 2018, 00:00 1893 ნახვა

დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. 

წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში