ვინ არის სარალიძის მკვლელი და არის თუ არ აქვეყანაში სამართალის ორმაგი სტანდარტი - შსს მინისტრის პასუხები

21 დეკემბერი 2018, 00:00 1384 ნახვა

დაახლოებით 40 წუთი მოანდომა შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის შეჯამებას და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარს, რომელიც ძალოვანმა უწყებამ მოამზადა. მათ შორის, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი.

მას  შემდეგ რაც გიორგი გახარიამ დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა, დეპუტატებმა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს.

მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი სესიაშვილს ჰკითხა ქვეყანაში გაზრდილი დანაშაულის ფონზე, რამდენად მოახდენს გავლენას დანაშაულის პრევენციაზე.

ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა კი დავით სარალიძის მკვლელობას ეხებოდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში