„სამოქალაქო  მოძრაობის" პირველი  რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში 

22 დეკემბერი 2018, 00:00 1463 ნახვა

“სამოქალაქო მოძრაობის“ პირველი  რეგიონული ოფისი თბილისის შემდეგ ბათუმში გაიხსნა.ორგანიზაციის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა  პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სამოქალაქო მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი თქმით ძირითადი მიზანი ხალხის საჭიროებებზე საუბარი და მოსახლების პრობლემების ადვოკატირებაა.

ოფისს პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს.  „სამოქალაქო მოძრაობა“  რეგიონული ორგანიზაციების გახსნას სხვა ქალაქებშიც გეგმავს. მათი განცხადებით “სამოქალაქო მოძრაობის“ მხარდამჭერი ევროპის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდია. დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ  სამომავლოდ, საპარლამენტო არჩევნების წინ “სამოქალაქო მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.      

ამავე კატეგორიაში