ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება

22 დეკემბერი 2018, 00:00 1129 ნახვა

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება აღარ შეწყდება და გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება. მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარეც. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

ამავე კატეგორიაში