ორი უშედეგო ტენდერი

23 დეკემბერი 2018, 00:00 1441 ნახვა

ორჯერ ჩავარდნილი ტენდერი - ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა. სოფელ გორგაძეებში სამუშაოები  ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. რეკონსტრუქციისთვის 296 ათას 260 ლარია გამოყოფილი. გამარჯვებული კომპანია 8 იანვარს გამოვლინდება, რომელსაც ხელშეკრულების დადებიდან 180 დღიანი ვადა ექნება.

რეაბილიტაცია  ჩაუტარდება ნაგებობას და ეზოს ,სადაც პოეზიის საღამოებისთვის მცირე ზომის ამფითეატრი უნდა განთავსდეს.  შენობაში ადმინისტრაციული ნაწილის გარდა საბიბლიოთეკო,  საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეებიც მოეწყობა.

ამავე კატეგორიაში