შეხვედრა ფერმერ ქალებთან

24 დეკემბერი 2018, 00:00 1482 ნახვა

ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ფერმერ ქალთა ასოციაციის  წარმომადგენლებმა  მცირე და საშუალო მეწარმეების, საჯარო მოხელეების და დაინტერესებული პირებს თავისუფალი ვაჭრობის   მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჯარო შეხვედრაზე  ისაუბრეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობებზე.  ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ამავე კატეგორიაში