იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა

24 დეკემბერი 2018, 00:00 1849 ნახვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადებით, კანდიდატები კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა. უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან, რაც შეხება უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა სიას, ამბობენ, რომ ჩამონათვალი  კრიტიკას ვერ უძლებს. დასახელებულ კანდიდატებს  ასევე იწუნებენ მესამე სექტორში და ამბობენ, რომ შერჩევის პროცესი სწრაფად წარმართეს, რადგან მას არ მოჰყოლოდა  საჯარო განხილვები და აჟიოტაჟი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში