ბათუმის ბოტანიკური ბაღის 2018 წლის ანგარიში 

25 დეკემბერი 2018, 00:00 1990 ნახვა

ბათუმის  ბოტანიკურმა  ბაღმა 2018 წელი შეაჯამა. პრეზენტაციაზე ის პროექტები და სამუშაოები წარმოადგინეს,  რომლებიც წლის განმავლობაში   განხორციელდა და რომლის განხორციელება   2019 წელს იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თქმით, წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 25 პროცენტით გაიზარდა, ასევე გაზრდილია  ბაღის შემოსავლები.

ხელი მოეწერა რამდენიმე პროექტს, მათ  შორის ჩინურ და იაპონურ მხარესთან. 2019 წელს დაგეგმილია მოხალისეთა სისტემის ამოქმედება, შეიქმნება სასაჩუქრე ფონდი,ანუ   ბოტანიკური ბაღი სანერგე  მეურნეობა ქალაქის გამწვანებისთვის იზრუნებს და გაიცემა იასონ გორდეზიანის მედალი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში