გრიპის ვირუსით 2 ადამიანია გარდაცვლილი

25 დეკემბერი 2018, 00:00 2250 ნახვა

გრიპის ვირუსით  მეორე ადამიანი გარდაიცვალა . შემთხვევა ქუთაისში მოხდა.  გუშინ კი ერთი ქალი ბათუმში გარდაიცვალა. ამ ფონზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯერ გრიპით ავადობა  ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა.

მისი თქმით,  გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ  ისინი მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები იყვნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ინფორმაციით კი  წელს, გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე შარშან. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს,  ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ . 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში