2018 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა

25 დეკემბერი 2018, 00:00 1668 ნახვა

2018 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემცირდა 141 ათას 900 ლარით, რაც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა შემოსავლების კლებით განმარტა. კერძოდ კი სოფელ მერისში ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა და გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში არ შეიტანა. მომხსენებელის ინფორმაციით, კომპანიის მისამართით შესაბამისი სანქციები გატარდება და შესაძლოა მას ლიცენზია შეუჩერდეს. სხდომაზე დადებითად გადაწყდა წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის წახალისების საკითხი. ოპოზიციამ სხდომაზე არც ერთ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში