ხანძრის შედეგად სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი დაიწვა

25 დეკემბერი 2018, 00:00 1417 ნახვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. შანიძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დაზარალებულები ყვებიან, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.

ამავე კატეგორიაში