სემეკი ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

26 დეკემბერი 2018, 00:00 1313 ნახვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფზე იმსჯელებს. საჯარო სხდომაზე „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

სემეკის ცნობით, ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ივლისში დაიწყო. კომპანიებს ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ დადგენილი. სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

ამავე კატეგორიაში