ცვლილება ქედის ბიუჯეტში

26 დეკემბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

2018 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  მთავარი ფინანსური დოკუმენტი თითქმის 142 ათასი ლარით შემცირდა, რაც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა შემოსავლების კლებით განმარტა. კერძოდ კი სოფელ მერისში ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა და გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში არ შეიტანა.

იგეგმება კომპანიისთვის სანქციების გატარება. სხდომაზე დადებითად გადაწყდა წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის წახალისების საკითხი. ოპოზიციამ სხდომაზე არც ერთ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში