800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის გამო, მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმეს

26 დეკემბერი 2018, 00:00 1851 ნახვა

800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის გამო, მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მაკონტროლებლებმა სიგარეტი, სარფში საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს. მას საქონელი ჩამორთეს და დააჯარიმეს. 

''საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით, შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.ბ.-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 800 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და დაჯარიმდა'' - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში