სახალხო დამცველი-როგორც შეირჩა და დასახელდა მოსამართლეობის კანდიდატები, კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია

26 დეკემბერი 2018, 00:00 1333 ნახვა

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი და დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე. ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში