ზვარეს მოსახლეობამ მუნიციპალიტეტს პეტიციით მიმართა

26 დეკემბერი 2018, 00:00 1470 ნახვა

ქედაში, სოფელ ზვარეში მოსახლეობა ძველი მოსაცდელის რეაბილიტაციას, გზის გაფართოებასა და საპარკინგე ადგილის გამოყოფას ითხოვს.

ამ მიზნით მათ ელექტრონული პეტიციით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს, რომელმაც საკითხზე, მომავალ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. სწორედ, დეპუტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, მოგვარდება თუ არა არსებული პრობლემები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში