ეკა ბესელიამ შესაძლოა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს

27 დეკემბერი 2018, 00:00 1642 ნახვა

 სავარაუდო საკადრო ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში- შესაძლოა, დაკავებული თანამდებობები კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს. ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა და უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს.

ამასთან, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს შორის საჯარო დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოხდა.

ამავე კატეგორიაში