საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო

27 დეკემბერი 2018, 00:00 1638 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ, რაზეცსინოდის წევრთა პოზიცია ცნობილი არ არის.

ჯერ ცნობილია ბოდბელი ეპისკოპოსის, პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს, ცურტაველი მიტროპოლიტის ვახტანგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში