მთავრობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის დახურვაზე მუშაობა იწყება

28 დეკემბერი 2018, 00:00 2074 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას და ძველის დახურვას აანონსებს. თორნიკე რიჟვაძემ დღეს გავლით სხდომაზე თქვა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უკვე მიმართეს. დაგეგმილია როგორც ბათუმის ასევე ქობულეთის ნაგავსაყრელების დახურვა. 

თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ახალ ტექნიკასაც შეიძენენ. 

''აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებდა ახალი ნაგვის გადამამუშავებელი დაწესებულების მშენებლობას, თუმცა ჩვენ უკვე მივმართავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოხდება არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და ასევე ტექნიკის შეძენა. ამით გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს '' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ბათუმის ნაგავსაყრელი უკვე წლებია ღია სივრცეშია, ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ექსპლუატაციის ვადაც გასულია. 

ძველი ნაგავსაყრელის დახურვაზე, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, საუბარი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. პროექტის დაწყებას სხვადასხვა ხელისუფლების დროს რამდენჯერმე დაანონსდა.

აჭარაში ყველაზე დიდი ადლიის ნაგავსაყრელია, რომელიც თავიდანვე უკანონოდ, სპონტანურად შეიქმნა და ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადებული დასკვნის შესაბამისად, უნდა დახურულიყო.

 ამასთან, დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, ტერიტორიის მოძიება, შეარჩიეს სოფელი ცეცხლაური, გამოიყო თანხაც, მაგრამ მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამავე კატეგორიაში