ეკა ბესელია - “გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ”

28 დეკემბერი 2018, 00:00 1299 ნახვა

„სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ, თუმცა გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. როგორც  აღნიშნა, კომიტეტის დატოვებაზე გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი იყო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა და სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. რაც შეეხება სოფო კილაძის გუშინდელ განცხადებას, რომ ბესელიას კომიტეტიდან წასვლაზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო, დეპუტატი ამბობს, რომ სოფო კილაძე ძალიან უხერხულად გამოიყურება. კითხვაზე, აქვს თუ არა შეთავაზება პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ეს შეთავაზება ჰქონდა. თუმცა ამბობს, რომ არანაირი თანამდებობა და პოზიცია უღირს იმად, რომ მიმდინარე პროცესზე თვალი დახუჭოს.

ამავე კატეგორიაში