ირაკლი კობახიძე   უზენაესი  სასამართლოს ფორმირებაზე  

29 დეკემბერი 2018, 00:00 1280 ნახვა

შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს კანონშემოქმედება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც თანამშრომლობა აუცილებელია და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში პროცესების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ამავე კატეგორიაში