მთავარი პოლიტიკური მოვლენები აჭარაში

29 დეკემბერი 2018, 00:00 1328 ნახვა

2018 წელიც მიილია. წელი, რომელიც პოლიტიკურად აჭარაშიც ისეთივე აქტიური იყო, როგორც მთელს  საქართველოში.  პოლიტიკური ტემპერატურამ ავტონომიურ რესპუბლიკაში ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად  აიწია.  ცენტრში, ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილება,  პოლიტიკური  კლიმატი და კადრები,    აჭარაშიც შეცვალა.   ისევე, როგორც ქვეყანას, ავტონომიასაც ახალი რედაქციით, თითქმის მთლიანად შეცვლილი კონსტიტუცია აქვს.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა, უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო მანდატი დათმო ზაზა ოქრუაშვილმა.  მთავრობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურმა   გააერთიანა. 

ამავე კატეგორიაში