ქობულეთის საკრებულოს ინიციატივა

30 დეკემბერი 2018, 00:00 1755 ნახვა

ახალი ინიციატივა ქობულეთის საკრებულოში. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ქობულეთის მერიამ შესაძლოა სტიპენდია დაუნიშნოს. წინადადება  დეპუტატმა ლია  შაქარიშვილმა წარადგინა . პროექტი მიზნად სტუდენტების სწავლის სტიმულირებას ისახავს. 

სტიპენდია წელიწადში 25 ქალსა და 25 ვაჟზე გაიცემა. საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  სხდომაზე ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების საკითხიც დააყენა.   საკრებულოს უმრავლესობამ , მხარი ორივე ინიციატივას დაუჭირა. პროექტები მერიას უკვე გადაეგზავნა.  თანხების გამოყოფის საკითხი ბიუჯეტის კორექტირებისას უნდა გადაწყდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში