2018 წლის საპარლამენტო საქმიანობა

30 დეკემბერი 2018, 00:00 1540 ნახვა

პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იყო. 2018 წელს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე პარლამენტმა ათეულობით კანონში   შეიტანა ცვლილება. წლის ბოლოს კი,  ქვეყნის მთავარი სახელისუფლებო ინსტიტუტი გახდა, ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მოდელზე. წლის მანძილზე ასობით მიღებულ კანონს შორის იყო ნარკოპოლიტიკისა და შრომის უფლებებთან დაკავშირებული ცვლილებები.

პარლამენტში ბოლო წლების განმავლობაში  პირველად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობა აღმოჩნდა. კვლავ აქტიური იყო პარლამენტსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის ურთიერთობა. იყო რამდენიმე პოლიტიკური დაშორებაც. დეპუტატები დაემშვიდობნენ გიორგი კვირიკაშვილს და ორჯერ დაამტკიცეს მამუკა ბახტაძის მთავრობა. დეპუტატები 2018 წელს კვლავ ებრძოდნენ კვორუმის პრობლემას  და ახალი   კოდექსით ცდილობენ  ეთიკური სტანდარტების დაცვას. საკანონმდებლო ორგანოში მიღებული ცვლილებებით კი მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქციები გაიზარდეს. იყო რამდენიმე პოლიტიკური განშორებაც. წლის ბოლოს   ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.   

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში