პრეზიდენტის პირველი შეწყალების აქტით ციხეს სამი ქალი დატოვებს

31 დეკემბერი 2018, 00:00 1416 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა. 

სამივე შეწყალებული ქალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ახალ წელს სახლებში შეხვდებიან. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების პირველი აქტი ერთი საათის წინ გამოსცა.

"შეწყალებულებს შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა" - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილში.

სალომე ზურაბიშვილი  შესაბამისი პროცედურების გავლით, შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას აანონსებს.

ამავე კატეგორიაში