რას მიაღწია თავდაცვის სფეროში საქართველომ 2018 წელს

31 დეკემბერი 2018, 00:00 3619 ნახვა

2018 წლის ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს სამხედრო ძალებისთვის,ჩვენი თავდაცვისუნარიონაობა რამდენიმე მიმართულებით გაძლიერდა,ანტისატანკო ქვედანაყოფებმა ამერიკული წარმოების ეფ-ჯი-ემ ტიპის 148 ერთეული ჯაველინი მიიღეს, იარაღი საუკეთესოდ ითვლება თავის კლასში და სამიზნის განადგურება ბარიერს მიღმაც შეუძლია. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან დადებული შეთანხმების შედეგად, ამოქმედდა ე.წ. ჯი-დი-არ-პი მზადყოფნის პროგრამა, რომლის მიზანია შეირაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.პროგრამის მიხედვით გაიწვრთნება შეირაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი

რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას, ნატო აქცენტს აკეთებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამ პროცესში, ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში