დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

02 იანვარი 2019, 00:00 1600 ნახვა

დღეიდან  დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს.სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.  

შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება თითოეულ დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს  2 თვე აქვთ.

რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. აქვე გეტყვით, რომ  იანვარში ასაკით პენსიონერი მოქალაქეები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში