არის თუ არა კობახიძე-ბესელიას გუნდები დაპირისპირებული?

04 იანვარი 2019, 00:00 1605 ნახვა

რა ხდება მმართველ გუნდში? ბრძოლა გავლენებისთვის თუ კრიზისი ქართულ ოცნებაში?  იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე პროცესს  პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ერთი ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეკა ბესელია დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა,   ნაწილი  კი მიიჩნევს, რომ   ეს ჩვეულებრივი პროცესია და აზრთასხავდასხვაობა რიგ საკითხებზე გუნდში ყოველთვის იყო. თავად ეკა ბესელია აცხადებს, რომ დაეტოვებინა იურიდიული კომიტეტის თავმდჯდომარის პოსტი - ეს პარლამენტის თავმჯდომარეს და კონკრეტულ  პირებს დიდი ხნის წინ უნდოდათ.  

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  გედევან ფოფხაძის გაწვევა კომიტეტიდან  ქართული ოცნების დიდი შეცდომაა.  რეალობა ასეთია, ჯერ უცნობია ვინ ჩანააცვლებს ეკა ბესელიას. ერთ მხარეს არიან იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომრის მომხრეები, მოწინააღმდეგეები და ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავენ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში