„სამოქალაქო მოძრაობა“ საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს

05 იანვარი 2019, 00:00 1318 ნახვა

საპენსიო რეფორმას მძარცველურ და თაღლითურ სქემას უწოდებს, სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი. ალეკო ელისაშვილის განცხადებით 20-25 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია ანაბრების ბედს გაიზიარებს. მისი თქმით გამოსავალი პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობა და მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზებაა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი ვატო სურგულაძის თქმით კი ახლადშექმნილ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია საინვესტიციო გეგმა და არ არის გათვლილი მოსალოდნელი რისკები, რაც უკავშირდება თანხის სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს. საპენსიო სააგენტოში „სამოქალაქო მოძრაობის“ კრიტიკას ჯერ -ჯერობით არ პასუხობენ.

ამავე კატეგორიაში