ეკა ბესელია ვიცე-სპიკერად უნდა დანიშნულიყო?

05 იანვარი 2019, 00:00 1329 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე   ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ვიცე-სპიკერად უნდა დანიშნულიყო და მისთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  თანამდებობრივი ცვლილებები სასამართლოს საკითხს   არც ადრე და არც ახლა არ უკავშირდება.    ეკა ბესელიას დაწინაურებაზე თვეების წინ გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც ადასტურებს.  

მედიის წარმომადგენლების  ნაწილს დღეს იმ ოთახის გადაღების საშუალება მიეცა,რომელიც ვიცე-სპიკერობის შემთხვევაში   ეკა ბესელიას   უნდა დაეკავებინა. ამავე  თემაზე  კომენტარი    პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო.

ამავე კატეგორიაში