აჭარაში გრიპის ვირუსით კლინიკებში სტაციონალურ მკურნალობას 170 მოქალაქე გადის

07 იანვარი 2019, 00:00 1873 ნახვა

ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსით კლინიკებში სტაციონალურ მკურნალობას 170 მოქალაქე გადის. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკა რეგიონში უცვლელია. ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

ექიმების რეკომენდაციაა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოთ ოჯახის ექიმს  და დაიცვათ ჰიგიენის ნორმები. უწყებამ გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები უკვე დაარიგა, როგორც ბათუმში ასევე მუნიციპალიტეტებში. პრეპარატი რისკ ჯგუფებზე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გაიცემა

ამავე კატეგორიაში