348 თანამდებობის პირი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაჯარიმდა

08 იანვარი 2019, 00:00 1511 ნახვა

უწყებების ყველა რგოლში ჩინოვნიკები დეკლარაციას შეუსაბამოდ ავსებენ - ინფორმაცია   საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. დეკლარაციის  დარღვევით შევსების გამო 348 თანამდებობის პირი ერთჯერადად დაჯარიმდა. მათ ხელფასის 20% ჩამოეჭრებათ.

ფულადი ჯარიმის გადახდა, აჭარაში  შემოწმებულ 19 თანამდებობის პირსაც მოუწევს.  რეგიონში სამაგალითო  მხოლოდ ორი პირი გახდა. მოსამართლე ბათუმიდან ლევან გელოვანი და ხელვაჩაურის პროკურორი შოთა ხორავა, რომელთა დეკლარაციები საქართველოს მასშტაბით 59  დადებითად შეფასებულ დეკლარაციებში მოხვდა.  

 

ამავე კატეგორიაში