სამუშაო შეხვედრა მმართველ გუნდში ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების გარეშე

08 იანვარი 2019, 00:00 1616 ნახვა

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მოუწოდებს ყველა დეპუტატს პოზიციის დაფიქსირებისკენ. ანუ მოითხოვს ყველა პარლამენტარმა თქვას რომელ მხარეს დადგება.

მხარე უნდა აირჩიოს ალბათ ბიძინა ივანიშვილმაც, რომლის პოზიციაც ამ დრომდე უცნობია. „ქართული ოცნების“ ლიდერს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს თავად რა მოსაზრება აქვს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით. ვიცით რომ სიის გაწვევას არავინ აპირებს.

მსჯელობა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. ცნობილია ისიც თუ ვინ დგას ამ ეტაპზე სიის  მოწინააღმდეგეთა რიგებში, მათ გვერდით კი ბუნებრივად აღმოჩდნენ მესამე სექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს და კრიტერიუმების დადგენას ითხოვენ.

ბესელიას და მისი მხარდამჭერების მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებების პარალელურად გაირკვა რომ უმრავლესობა კაჭრეთში სემინარს ესწრება. მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში