ქედაში 2015 წელს დამონტაჟებული წყლის მრიცხველების ამოქმედებას 2020 წელს გეგმავენ

08 იანვარი 2019, 00:00 2201 ნახვა

გამრიცხველიანების და წყლის სისტემის მოწესრიგების მოლოდინშია ქედა. ამ მუნიციპალიტეტის ორ უბანში - დაბასა და აწჰესში დაიწყეს 2015 წელს წყლის მრიცხველების დამონტაჟება, თუმცა სისტემა მეოთხე წელია არ მოქმედებს და არც ტარიფია დადგენილი.

მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება მრიცხველების სისტემას, ნაწილი კი ფაქტს წყლის რაციონალური მოხმარებისთვის სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა შეღავათიანი ტარიფის დაწესების იმედი აქვს.

„აჭარისწყლის ალიანსმა“ უნდა გააგრძელოს სისტემის მოწესრიგება 2020 წლიდან, ასე რომ ამის შემდეგ დადგინდება ალბათ რა თანხის გადახდა მოუწევთ ქედაში მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალში.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში