კვირიკაშვილი: ''საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება''

03 აგვისტო 2016, 00:00 3585 ნახვა

საკადრო ცვლილებებთან ერთად პრემიერ მინისტრმა დღეს ტურისტების რიცხვის ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სახარბიელო მაჩვენებლები დაფიქსირდა და 7 თვეში ქვეყანას 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა 354 მილიონი დოლარი შეადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტურისტთა რიცხვის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში