სამკურნალო მედიკამენტები პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის შუახევში

13 იანვარი 2019, 00:00 1377 ნახვა

ეპილეფსიითა და პარკინსონით  დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით მომარაგების პროგრამას აგრძელებს შუახევის მერია. მოქალაქეები, რომლებიც მედიკამენტებს სოციალური მომსახურების სააგენტოსგან 50 პროცენტიანი დაფინანსებით იღებენ დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში დარჩენილ 50 პროცენტს მერია  დაუფინანსებს. პროექტს პირველ იანვრამდე  სრულად თვითმმართველობა აფინანსებდა.

ახალი წლიდან კი სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა.  პროგრამისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოეყო. გასულ წელს პროგრამით 70-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ამავე კატეგორიაში