ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია

03 აგვისტო 2016, 00:00 3756 ნახვა

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებზეც ქართველ კოლეგებთან ერთად, პროექტში ჩართულმა უცხოელმა ექსპერტებმაც იმუშავეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. საგნობრივი მეთოდიკის კურსი საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის, VII-XII კლასების 20 ათასამდე მასწავლებლისთვის 2017 წლის ზაფხულიდან ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში